ელექტრონული რეცეპტი
შ.პ.ს. „ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო“-ს და სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპოს“ ერთობლივი პროექტი - სააფთიაქო შეღავათის სოციალური ბარათი - ელექტრონული რეცეპტი, არის ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ქაღალდის რეცეპტის ჩანაცვლებას - ელექტრონული რეცეპტით.

ბარათის მფლობელს შეუძლია მიიღოს უფასო ონლაინ კონსულტაცია პროფესიონალი ექიმებისგან და საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული რეცეპტი, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე.

მსგავსი ინოვაციური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას - და მსგავსად განვითარებული ქვეყნებისა, ქმნის პრეცედენტს დავნერგოთ მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რომელიც ზოგავს როგორც ექიმის, ისე პაციენტის დროს.

ელექტრონული რეცეპტი მინიმუმამდე ამცირებს ხელით გამოწერილი რეცეპტების დროს დაშვებულ შეცდომებს, რაც ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგით სრულდება. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით (მხოლოდ აშშ-ში, ელექტრონული რეცეპტის შემოღებამდე, ყოველწლიურად 7,000 ადამიანი იღუპებოდა რეცეპტის ხელით გამოწერის დროს დაშვებული შეცდომების შედეგად).

როგორც ფარმადეპოს მიერ ინიცირებული სხვა მრავალი პროექტი, ეს პროექტიც მოიცავს გარემოზე ზრუნვას. ელექტრონული რეცეპტის გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი ქაღალდის რეცეპტის გამოყენება, რითაც მცირდება ხის მოჭრა და ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

ვინაიდან პროექტი საპილოტე რეჟიმშია, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, პროექტის ტექნიკური დეტალების დასახვეწად. ფარმადეპო ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და ვთვლით, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად უადვილებს საზოგადოებას მიიღოს მისთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება მინიმალური დანახარჯებით.

ფაქტები:
• ყოველწლიურად საქართველოში იწერება 13.5 მლნ რეცეპტი, ეს ქაღალდის დასტა სიმაღლეში აჭარბებს თბილისის ანძას.
• ქაღალდის რეცეპტის გამოწერას ჭირდება 2.5 წუთი, ელექტრონულის – 0.5წუთი, ჯამურად ექიმების დროის ეკონომია წელიწადში არის 450 ათასი საათი, რაც წელიწადში 4 პოლოკლინიკის მუშაობის ტოლფასია.
 


ABC Pharmacia LTD - At The Service For a Better Life • All Rights Reserved © 2006-2017

  • English
  • ქართული